X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისათვის ნარჩენების შეგროვებისა და ქუჩის დასუფთავების აღჭურვილობის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

28 ოქტომბერი 2021

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის  კომპანიამ, „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის“ პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი სატვირთო მანქანების,  კონტეინერების, ქუჩის დასუფთავების და ნარჩენების სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტისთვის ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვაზე. 

პროექტი ხორციელდება საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

ტენდერთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია იხილეთ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ვებგვერდზე: 
http://waste.gov.ge/ka/?page_id=5081